კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 9 აგვისტო, 2026
ვინ ვართ
StringArtGeo — პატარა ხელნაკეთი string-art სახელოსნო თბილისში. დაგვიკავშირდით Instagram-ზე ან Facebook-ზე.
რას ვაგროვებთ და რატომ
- სახელი და ტელეფონი ან ელფოსტა — მხოლოდ მაშინ, როცა თავად შეიყვანთ შეკვეთის ფორმაში ან გენერატორის კონტაქტის ველში. გამოიყენება მხოლოდ ამ კონკრეტულ მოთხოვნაზე პასუხისთვის.
- თქვენი კომენტარი — ის, რასაც თავად წერთ ფორმაში.
- გენერატორში ატვირთული ფოტო — გამოიყენება ესკიზის გამოსათვლელად და წაიშლება სერვერიდან ესკიზის მომზადებისთანავე. ესკიზი და 6-ნიშნა კოდი ინახება, რომ მოგვიანებით იპოვოთ თქვენი შეკვეთა.
- შეკვეთას მიმაგრებული ფოტო — სურათი, რომლისგანაც გინდათ ნამუშევარი. გენერატორისგან
განსხვავებით, ეს ფოტო ინახება შეკვეთასთან ერთად, რადგან სწორედ მისგან მზადდება ნამუშევარი.
ინახება ინტერნეტისთვის დახურულ ადგილას, ჩანს მხოლოდ ჩვენთვის ავტორიზაციის შემდეგ, არასდროს
ქვეყნდება საიტზე და არავის ეჩვენება. იშლება შეკვეთასთან ერთად.
მიღებისთანავე ფოტო მცირდება და თავიდან ინახება — ამით იშლება ის დამალული მონაცემები, რომლებსაც კამერა წერს ფაილში, მათ შორის GPS კოორდინატები. ჩვენ მათ ვერც ვხედავთ და არ ვინახავთ. - ტექნიკური მონაცემები — IP მისამართი ინახება ხანმოკლედ გენერაციებთან ერთად, ბოროტად გამოყენების შესაზღუდად (მაქს. 3 გაშვება 10 წუთში) და ადმინში წარუმატებელ შესვლებთან.
ჩვენ არ ვიყენებთ სარეკლამო ან ანალიტიკურ ტრეკერებს და არავისზე არ ვყიდით და არ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მარკეტინგისთვის.
კონტაქტის დატოვება არჩევითია
შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ Instagram-ზე ან Facebook-ზე მოწერით, საიტზე ფორმის შევსების გარეშე. გენერატორი მუშაობს კონტაქტის დატოვების გარეშეც — კოდიც საკმარისია, რომ ვიპოვოთ ესკიზი.
რამდენ ხანს ვინახავთ
შეკვეთის ჩანაწერი ინახება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ნამუშევრის დასამზადებლად, მისატანად ან თავიდან დასამზადებლად. გენერატორში ატვირთული ფოტო იშლება ესკიზის მომზადებისთანავე; შეკვეთას მიმაგრებული ფოტო ინახება შეკვეთასთან ერთად და მასთან ერთადვე იშლება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვთხოვოთ თქვენი შეკვეთის, ფოტოსა და კონტაქტის წაშლა.
თქვენი უფლებები
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, შეგიძლიათ იკითხოთ რა მონაცემები გვაქვს თქვენზე, მოითხოვოთ მათი შესწორება ან წაშლა. მოგვწერეთ Instagram-ზე ან Facebook-ზე და შევასრულებთ.