ოსტატის შესახებ
პატარა სახელოსნო თბილისში
- 2023 წლიდან
- 300+ ნამუშევარი
- ტელევიზიით: 1TV, TV პირველი, PalitraNews
ყველაფერი სოციალურ ქსელში ნანახი ვიდეოთი დაიწყო. ვიდეოში ჩვეულებრივი ძაფისგან პორტრეტი იკვეთებოდა და მეც ვცადე. პირველი ცდა არ გამოვიდა. ინტერნეტში ნაპოვნმა პროგრამამ არ გაამართლა. მაშინ პროგრამირებას ვსწავლობდი, ამიტომ პროგრამა ისე გადავწერე, როგორც მჭირდებოდა. მეორე ცდაზე ძაფის ხაზებში სახე გამოჩნდა. პირველი წარმატებული პორტრეტი დედას ვაჩუქე. მერე დებმა მთხოვეს, მათთვისაც გამეკეთებინა პორტრეტები. შემდეგ კი Instagram-ზე სრულიად უცნობმა ადამიანებმაც მომწერეს.
ახლა პროგრამა ძაფის გაბმის თანმიმდევრობას მკარნახობს. თმაზე ოდნავ სქელ ნეილონის ძაფს ერთი ლურსმნიდან მეორეზე ხელით ვჭიმავ, სანამ გადაკვეთილი ხაზებიდან ნაცნობი სახე არ გამოჩნდება. შორიდან ნამუშევარი ფანქრით შესრულებულ ნაზ ნახატს ჰგავს, ახლოდან კი ჩანს, რომ ჩრდილებიც ძაფითაა შექმნილი.
ახლოდან
-
01
მყარი ფანერა
ნამუშევრის საფუძვლად მყარ ფანერას ვიყენებთ. ზედაპირს ხელით ვასწორებთ და ვაგლუვებთ.
-
02
240 ლურსმანი
ლურსმნებს ხელით ვაჭედებთ ერთ სიმაღლეზე და თანაბარი დაშორებით, რომ ძაფის თითოეული ხაზი ზუსტად თავის ადგილზე მოხვდეს.
-
03
1,5 კმ-ზე მეტი ძაფი
წვრილ, გამძლე ძაფს ლურსმნებს შორის 4 500-ზე მეტჯერ ვჭიმავთ. თანაბარი დაჭიმულობა ნამუშევარს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
-
04
ჩარჩო არ სჭირდება
ნამუშევარი უკანა მხარეს სამაგრითაა აღჭურვილი. შეგიძლიათ პირდაპირ კედელზე ჩამოკიდოთ და ძაფის ტექსტურა ახლოდან დაათვალიეროთ.
მედია ჩვენ შესახებ
სიუჟეტები ტელევიზიით და ინტერვიუ ჩვენს სახელოსნოზე.
ნამუშევარს რეალურად რომ ნახულობდნენ, კიდევ უფრო მეტად მოსწონდათ, რადგან სინამდვილეში უფრო ეფექტურია, ვიდრე ფოტოზე.
შეფასებები
რას ამბობენ მომხმარებლები
აუ, გაგიჟდნენ, ისე მოეწონა სიძე-პატარძალს თქვენი ნამუშევარი. რეალურად გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე სურათებში ჩანს ❤️ და მეც გავგიჟდი კიდე 🤣
ძალიან დიდი მადლობა, მეგობარო, აატირა რასაც ქვია 🥹💜 ლაივში საერთოდ სასწაული სანახავია 💜
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. ძალიან კარგი გამოვიდა, მეც მომეწონა და ვისაც ვაჩუქე, მასაც ძალიან მოეწონა ❤️
მართლა ძალიან ლამაზ რაღაცას აკეთებთ — პირველად რომ ვნახე, გაოცებული დავრჩი.
თქვენი დახმარებით საყვარელი ადამიანი გავახარე და ძალიან მადლობელი ვარ. ვინმეს სასაჩუქრე იდეა თუ დასჭირდება, შენთან გამოვგზავნი.
სიგიჟეა უბრალოდ 🙌 ძალიან მოეწონა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
ულამაზესია, ძმაო, შოკში ვარ, როგორ აკეთებ ❤️ ბევრი ადამიანი გაგეხარებინოს კიდევ!
მივიღე ♥️ დიდი მადლობა, ძალიან მაგარია, უმაგრესია ♥️
მადლობა ოპერატიულობისათვის და ლამაზი შესრულებისათვის.
კიდევ ერთხელ მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. ჩემს შეყვარებულს ძალიან მოეწონა და ყველა აღფრთოვანებული იყო.
ორიგინალის ნახვაორიგინალის დამალვა
Спасибо ещё раз за проделанную работу. Девушке очень понравилось, и все были в восторге.
ახლახან მივიღე — საოცარია, ძალიან მომწონს. თქვენ საოცარი ოსტატი ხართ. მადლობა, რომ ასეთი განსაკუთრებული რამის მიღების საშუალება მომეცით.
ორიგინალის ნახვაორიგინალის დამალვა
I just received it — it's amazing, I love it. You are amazing with your art. Thank you for letting me get something so special.
აქციეთ საყვარელი ფოტო საჩუქრად
გამოგვიგზავნეთ ფოტო და 24 საათში უფასო ესკიზს მიიღებთ.










